მერის მოადგილე ლიტველ ბიზნესმენ ქალთა დელეგაციას შეხვდა

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი ლიტველ ბიზნესმენ ქალთა დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის და საერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს შეეხო. ლიტველმა ბიზნესმენებმა ძირითადი ინტერესი ტურიზმის სფეროს, სასტუმროს ბიზნესის და ნარჩენების მართვის მიმართულებით გამოხატეს.
ლიტველ ბიზნესმენ ქალთა დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 25 ქალია, საქართველოში გენდერულ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მასპინძლობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები