პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლებენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები, თბილისში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, პოლიტპატიმრები 20 თეთრიანი ტარიფით 2015 წლის 1 იანვრიდან, ისარგებლებენ. “პოლიტიკურად დევნილები და რეპრესირებული ადამიანები მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებს პირველი იანვრიდან მიიღებენ, ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულნი და არიან გათავისუფლებულნი. იუსტიციის სამინისტრო მოგვცემს იმ პირთა სიას, რომლებზეც შეღავათი დაწესდება”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები