ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეობიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გადაყენების აუცილებლობას ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარეობიდან „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების გადაყენების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც ბესელია აცხადებს რეგლამენტით ვიცე-სპიკერის დასანიშნად უმრავლესობის კვოტაა საჭირო.
მისივე თქმით, ეს საკითხი უნდა გადაიხედოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგლამენტი დაირღვევა.
„ის ვინც იკავებს საპარლამენტო თანამდებობას განსაკუთრებით კომიტეტის თავმჯდომარეებზეა საუბარი. ბუნებრივია ეს უნდა ასრულებდეს აი ამ ძალიან საპასუხისმგებლო და მაღალ პასუხისმგებლობას. იმედია, რომ ამ მხრივ კომიტეტები გააგრძელებენ მუშაობას, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე რაიმე სხვა ცვლილება არ მოხდება. რაც შეეხება ვიცი-სპიკერის პოზიციას, აქ განსხვავებული პოზიციაა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.