„საფრანგეთში მიღწეულ შეთანხმებებზე ღიად ვისაუბრებ, თუ დავინახე, რომ პროცესი გეგმის მიხედვით აღარ გრძელდება“

 

   ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა საფრანგეთში. მე ველოდები, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში განუცხადა. როგორც ალასანიამ აღნიშნა, საფრანგეთში მიღწეულ შეთანხმებებზე ღიად საუბარს იმ შემთხვევაში აპირებს, თუ დაინახავს, რომ პროცესი გეგმის მიხედვით აღარ გრძელდება.
“გიდასტურებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები შედგა საფრანგეთში. მე ველოდები, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. თუ დავინახე, რომ ყველაფერი მიდის იმ გეგმით, რა გეგმითაც ჩვენ დავისახეთ, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თავდაცვისუნარიანობისთვის უდიდესი ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ დავინახე, ეს არ ხდება, თუ დავინახე, რომ გადაუხვიეს ამ გზიდან, ამაზე, რა თქმა უნდა, ღიად ვილაპარაკებ”, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები