საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვევა
7 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიიარტო- ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პეტერ სიიარტო საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. პიტერ სიიარტო შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან თამარ ბერუჩაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობისა და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები. უნგრეთის საგარეო საქმეთა სა ვაჭრობის მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორილს.