სირსკი: ფრონტზე რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ორჯერ შენელდა – ბოლო ექვს თვეში რუსეთის ტერიტორიაზე 697 სამიზნე განადგურდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე რუსული ჯარების წინსვლის ტემპი ორჯერ მეტად შენელდა.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკურ ობიექტებზე განხორციელებული შორ მანძილზე დარტყმებია, რომლებმაც, სირსკის შეფასებით, მტრის მომარაგებისა და საბრძოლო შესაძლებლობების შემცირებას შეუწყო ხელი.

“თუ ადრე რუსეთის არმია აქტიურ შეტევით მოქმედებებს 13 ოპერატიულ მიმართულებაზე აწარმოებდა, ახლა ასეთი მიმართულებების რაოდენობა მაქსიმუმ 6-7-ია. ამჟამად ჩვენი და მოწინააღმდეგის შეტევითი მოქმედებების თანაფარდობა დაახლოებით 40:60-ს შეადგენს. უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ როგორც თავდაცვით, ისე შეტევით მოქმედებებს და ცდილობენ რუსულ ძალებს ინიციატივის მოპოვების შესაძლებლობა არ მისცენ,- აღნიშნა სირსკიმ.

სირსკიმ განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა Deep Strike-ის შესაძლებლობების გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე 697 სამიზნე გაანადგურეს. განხორციელებული დარტყმების შედეგად მოწინააღმდეგისთვის მიყენებული პირდაპირი და არაპირდაპირი ეკონომიკური ზარალი, სულ მცირე, 6,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები