დენის სალუქვაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში დაფინანსებული ჟოლოს, კაკლისა და თხილის ბაღები დაათვალიერა
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტში სამინისტროს პროგრამის „საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში დაფინანსებული ჟოლოს, კაკლისა და თხილის ბაღები დაათვალიერა.
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით,
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე მოინახულა გია სურმანიძის საფუტკრე მეურნეობა და ადგილზე გაეცნო მეფუტკრეობის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობას.
მინისტრის თქმით, სამინისტროს მხარდამჭერი პროგრამები ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდონ წარმოების ხარისხი და პროდუქტიულობა.
,,საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში წლის ბოლომდე 5 000 ბენეფიციარი დაფინანსდება. ეს ნიშნავს 5 000 ახალ შესაძლებლობას ფერმერებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წვლილია რეგიონის ეკონომიკური განვითარების საქმეში. სამინისტროს მხარდამჭერი პროგრამები სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, გაახლონ საწარმოო საშუალებები, გაზარდონ წარმოების ხარისხი და პროდუქტიულობა”- განაცხადა ფერმერებთან შეხვედრისას მინისტრმა დენის სალუქვაძემ.
ხულოს მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრების მიზანი იყო სამინისტროს პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული საოჯახო მეურნეობების საქმიანობის გაცნობა, მიმდინარე მდგომარეობის ადგილზე შეფასება, ფერმერებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი საჭიროებების მოსმენა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვა.
აღნიშნულ შეხვედრებს ასევე, ესწრებოდნენ, მინისტრის პირვეელი მოადგილე გიორგი ფანცხავა, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნური გორგაძე და სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამეტის თანამშრომლები.