გორდულაძე – ენმ-ზე: შიდა დაპირისპირება არის მხოლოდ გარე პატრონებთან თავის მოწონება, რომ როგორმე მაგიდასთან უფრო მსუყე ადგილი მოიპოვონ და უფრო მეტი დაფინანსება აიღონ
“თავმჯდომარე ვინ იქნება, საერთოდ აზრი არ აქვს, რადგან ვიცით, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პარტია – იყო და არის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას აცხადებს.
როგორც ის ამბობს, “შიდა ე.წ. დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ გარე პატრონებთან თავის მოწონება”.
“მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდებით და ვნახავთ, როგორი იქნება ამ ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ე.წ. პარტიის ბედი. რაც შეეხება შიდა ე.წ. დაპირისპირებას – ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გარე პატრონებთან თავის მოწონება, რომ როგორმე მაგიდასთან უფრო მსუყე ადგილი მოიპოვონ და, შესაბამისად, უფრო მეტი დაფინანსება აიღონ ან რაიმე გამორჩენას მოელოდნენ – ასეთია მათი ბედი, აგენტისა, რომელიც ყველაფერზე ხელმომწერია”, – აღნიშნავს გორდულაძე.