პუტინი აცხადებს, რომ ზელენსკის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი „უხეშობის ელემენტებს“ შეიცავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი „უხეშობის ელემენტებს“ შეიცავდა.

„ეს წერილი, რომელზეც ახლა თქვით, ნამდვილად შეიცავს უხეშობის ელემენტებს. რა არის ეს? ეს პირადი შეხვედრისთვისა და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნის საშუალებაა თუ გარემოების შექმნაა, როდესაც რეალურად შეუძლებელია რაიმე პირადი შეხვედრების ჩატარება? ვფიქრობ, რომ ეს მეორეა.

ბუნებრივია, რომ საკვანძო საკითხებს ერთმანეთში მხოლოდ რუსეთი და უკრაინა უნდა აგვარებდნენ, ხოლო ჩვენ კოლეგებს შეერთებულ შტატებშიც, და სხვა რეგიონებშიც შეუძლიათ მხოლოდ პირობების შექმნა და გარანტორებად ყოფნა. აქედან ამოვდივართ“, – აღნიშნა პუტინმა.

მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე ის ზელენსკისთან შეხვედრაში აზრს ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა. წერილში ზელენსკი აღნიშნავს, რომ ომი უნდა დასრულდეს და პუტინს სთავაზობს, მოლაპარაკებებისთვის შეხვედრის კონკრეტული თარიღი განსაზღვრონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები