აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-მა ვენესუელაში სასურველ შედეგს ჯერ ვერ მიაღწია, თუმცა ამ მიმართულებით მოძრაობს.
„ჩვენ ჯერ არ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ [ვენესუელასთან დაკავშირებით], მაგრამ მხოლოდ ხუთი თვე გავიდა. ვფიქრობ, ეს გასათვალისწინებელია, რადგან ამას დრო სჭირდება. ჩვენ საქმე გვაქვს სისტემასთან, რომელიც 16-18 წელია არსებობს და ამ სისტემის კეთილსინდისიერად შეცვლას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით კარგი ტემპით მივდივართ“, – თქვა რუბიომ აშშ-ის კონგრესში მოსმენის დროს.
3 იანვარს შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყო, პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი დააკავა და ნიუ-იორკში გადაიყვანა. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, ისინი, სავარაუდოდ, „ნარკოტერორიზმში“ იყვნენ ჩართულნი. დელსი როდრიგესი, რომელიც ადრე ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი იყო, პრეზიდენტის ახალი წარმომადგენელი გახდა.