დავით მათიკაშვილი: შიდა შური, დაპირისპირება და ბოღმა რადიკალებისთვის ახალი არ არის

“შიდა შური, დაპირისპირება და ბოღმა რადიკალებისთვის ახალი არ არის ნამდვილად,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ლიდერობისთვის ბრძოლაში არ ინდობენ ერთმანეთს და უშვერი სიტყვებით ლანძღავენ.

“შიდა შური, დაპირისპირება და ბოღმა რადიკალებისთვის ახალი არ არის ნამდვილად რაღაც გარკვეულ ეტაპამდე, შესაძლოა, ისინი ცდილობდნენ ეს გარეთ არ გამოსულიყო, არ გამოეჟონა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა, ისინი ლიდერობისთვის ბრძოლაში არ ინდობენ ერთმანეთს, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, აქვეყნებენ სტატუსებს, ერთმანეთისკენ იშვერენ თითს”, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები