ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის
“გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა აქვს აღებული, რაც დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთობებში საქართველოს და ქართველ ხალხს თავისი წვლილი აქვს შეტანილი, “- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა თბილისსა და ბერლინს შორის დიპლომატიურ უთანხმოებაზე საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გაურკვევლობა გერმანიის ელჩის განცხადებებშიც იკვეთება ხოლმე. გერმანიის ხელისუფლება ჩამოუყალიბებელ მდგომარეობაშია, ვერ გარკვეულა რა უნდა გააკეთოს და ეს უხერხული პაუზა აქვს აღებული, რაც დამაზიანებელია ქართულ-გერმანული ურთიერთობებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთობებში საქართველოს და ქართველ ხალხს თავისი წვლილი აქვს შეტანილი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.