გიორგი ვოლსკი: მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია
“დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს არ არის მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე საუბარი, დანიას მიაჩნდა, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქრა ის აქცია, რომელიც მიმდინარეობდა და მიიღეს ძალიან ხისტი ზომები. რასაც ჰქვია მშვიდობიანი, ეგ სახელი შეიძლება, ამ აქციის მიმართ გამოიყენო. თავად ჩათვალეს, რომ ეს არის უსაფრთხოებისთვის თემა, რომელიც აუცილებლად თხოულობდა პოლიციურ, აი, ასეთ ხისტ ჩარევას, მაგრამ როდესაც შენ საუბრობ, რომ არათუ მშვიდობიანი, არამედ შემოტევა ფიზიკური, ბრუტალური შემოტევა ცეცხლით არის პოლიციის მხრიდან არის აუცილებელი, მოგერიების რეჟიმით ნაკარნახევი აქცია, ამასთან დაკავშირებით მათ პოზიტიური დამოკიდებულება არ აქვთ და შენიშვნის ხარისხი, რომელსაც გვაძლევენ, რასაკვირველია, მნიშვნელოვანწილად ატარებს პოლიტიკურ ხასიათსა და შინაარსს. აქედან გამომდინარე, დასმული შეკითხვა, მიმართვა დანიის ხელისუფლებისადმი, მარტო შეკითხვის ხასიათს არ ატარებს, ეს გარკვეული საპასუხო პოლიტიკური დემარშია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.