“ვიხილეთ კადრები, რაც დანიაში მოხდა, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს, ეს არის ის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია” – ნიკოლოზ მეტრეველი
“ვიხილეთ კადრები, რაც დანიაში მოხდა, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს, ეს არის ის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია,”- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.
“ჩვენ ყველამ ვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი კადრები, რაც დანიაში, კოპენჰაგენში მოხდა, სადაც აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები ხელკეტებით და ძაღლებით დაარბიეს. ეს არის ის საზომი, რომლითაც მოქმედებს ევროკავშირის პოლიცია. ცხადია, ამ ფაქტის გამო არცერთი სამართალდამცავი იქ არ დასჯილა. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილ, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვა არის. ევროკავშირი უმძიმეს კრიზისშია და მათ შორის, დემოკრატიული უკუსვლა არის. ამ ფონზე, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არამხოლოდ დადებით მხარეებზე, რაც ევროკავშირს გააჩნია, არამედ უკუ მხარეებზე, დემოკრატიის უკუსვლაზე და ეკონომიკაზე. ეს თემა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტაბუირებული იყო. პირადად მე მიმაჩნია, რომ შესაძლოა, დღეს საზოგადოების უმრავლესობა საერთოდ აღარ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას,”- აცხადებს ნიკოლოზ მეტრეველი.