შიო III – რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში გააღვივოს სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე

“რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში გააღვივოს სულიერების, ზნეობრიობის ნაპერწკალი და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე,”- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ქადაგებაზე განაცხადა.

„ძალიან ბევრს ავიწყდება, რომ ღმერთი, იესო ქრისტეა გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც. ფიქრობენ, ღვთის გარეშე, მარტო ჩვენი გონებით, მხოლოდ მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება საზოგადოების თუ კაცობრიობის განათლება, ზნეობრივი აღორძინება და არ ახსოვთ ის, რომ უზნეო კაცის ხელში ეს ცოდნაც და მეცნიერებაც შეიძლება აღმოჩნდეს ბოროტების სამსახურში. შეიძლება, სიკვდილის იარაღიც კი გახდეს.
ამიტომ, მეცნიერება, ცოდნაც აუცილებელია, ამის გარეშეც არ შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მაშასადამე, საჭიროა კიდევ სხვა ძალა, რომელიც იმოქმედებს არამხოლოდ ადამიანის გონებაზე, არამედ მის გულზეც, შინაგან სამყაროსა და შინაგან ცხოვრებაზე. შეგახსენებთ, უფალი ამბობს: „გულიდან გამოდიან ბოროტი ზრახვანი“. რა გინდ ზნეობრივად დაცემული იყოს ადამიანი, ქრისტეს რწმენას შეუძლია მასში ეს ნაპერწკალი გაღვივოს – სულიერების, ზნეობრიობის და დააყენოს ადამიანი გადარჩენის გზაზე“,- განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები