საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვინმე ანტონ იოსელიანი, რომელიც საკუთარ თავს „არქიმანდრიტს“ უწოდებს, ამასთან გუშინ მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი გარკვეულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.
განვმარტავთ, რომ აღნიშნული პიროვნება არ წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია”,- წერია ინფორმაციაში.