გიორგი ვოლსკი – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციაზე: ეს სტრუქტურები უსაფრთხოებას ემსახურებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მათი საქმიანობის კოორდინაცია გაცილებით უფრო მრავალმხრივ საქმიანობას მოითხოვს
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ფუნქციის მნიშვნელობას აფასებს.
„ეს სტრუქტურები უსაფრთხოებას ემსახურებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მათი საქმიანობის კოორდინაცია გაცილებით უფრო ჩაღრმავებულ და მრავალმხრივ საქმიანობას მოითხოვს. გარკვეული თემების დაგეგმვისას, გარკვეული პრევენციული მექანიზმების შემუშავებისას ეს შეკრება, რომელიც ვიცე პრემიერის დონეზე გახდება შესაძლებელი, არის საჭირო და აუცილებელი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას დღეიდან შეუდგება. მამუკა მდინარაძე გახდება ვიცე-პრემიერიც. ის კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას.