გურამ მაჭარაშვილი: სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული

“სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული,”- ამის შესახებ “ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ეს ცვლილებები ემსახურება უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას. აქედან გამომდინარე გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის კოორდინაციით და ზოგადად, ძალოვნების ერთმანეთში კოორდინაციით, უსაფრთხოების ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იქნება დაცული”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქმიანობას დღეიდან შეუდგება. მამუკა მდინარაძე გახდება ვიცე-პრემიერიც. ის კოორდინაციას გაუწევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები