მეფე ჩარლზ III-მ აშშ-ის კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად მიმართა

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ვაშინგტონში, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვიდა.

ბრიტანეთის მონარქმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, რომ ირანისა და უკრაინის გარშემო გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მოკავშირეებს ზურგი არ შეაქციოს.

„ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები ძალიან დიდია იმისთვის, რომ რომელიმე ქვეყანა მარტო გაუმკლავდეს მათ“, – თქვა მან.

დიდი ბრიტანეთისგან შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, მეფემ გაიხსენა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა „უთანხმოებიდან დაიბადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, გაძლიერდა“.

“მთელი გულით ვლოცულობ, რომ ჩვენმა კავშირმა განაგრძოს ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა.

იგივე მონდომება, რაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გამოიკვეთა, ახლა საჭიროა „უკრაინისა და მისი არაჩვეულებრივად მამაცი ხალხის დასაცავად – ჭეშმარიტად სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ბრიტანეთის მონარქმა.

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც ბრიტანელი მონარქი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე სიტყვით გამოვიდა – წინა სიტყვა ელისაბედ II-მ 1991 წელს წარმოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები