ტრამპი: ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ლაპარაკობს – გასაკვირი არაა, რომ გერმანიას ასეთი ცუდი მდგომარეობა აქვს, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივ

გერმანიის კანცლერი ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია. მან არ იცის, რას ლაპარაკობს! – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერი აღნიშნავს, ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს, მთელი მსოფლიო მძევლად იქნებოდა აყვანილი.

„გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია. მან არ იცის, რას ლაპარაკობს! ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს, მთელი მსოფლიო მძევლად იქნებოდა აყვანილი. ახლა ირანთან დაკავშირებით ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც სხვა ერებს ან პრეზიდენტებს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. გასაკვირი არ არის, რომ გერმანიას ასეთი ცუდი მდგომარეობა აქვს, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მხრივ!“ – წერს ტრამპი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები