ირაკლი კირცხალია: მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე

მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც 8 თვის წინ გამოაკლდა.

„მინდა გამოვეხმაურო აჟიოტაჟს, ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, ამ [სტრუქტურულ] ცვლილებებთან დაკავშირებით. მინდა ჩვენი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ ყველა, რომ ბატონი მამუკა [მდინარაძე] დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც 8 თვის წინ გამოაკლდა. მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გასწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. თამამად შემიძლია ვთქვა, მან ეს სამსახური თვისობრივად მაღალ დონეზე აიყვანა“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები