საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ყირგიზეთის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, იუსტიციის მინისტრ, აიაზ ბაეტოვთან. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებსა და სხვადასხვა სექტორში რეფორმების, მათ შორის სახელმწიფო სერვისების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

“შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა „შუა დერეფნის” მზარდი მნიშვნელობა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები