დიმიტრი ხუნდაძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის არგანახლებაზე: როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან საუბარში გამოეხმაურა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე იმ მონაცემების არგანახლებას, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილია დასახელებული. „როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად,” – განაცხადა დეპუტატმა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განზრახ ჩადენილ ქმედებაში დაადანაშაულა.

„ერთი და იმავე „შეცდომის” დაშვება როდესაც ხდება, ეს შეცდომა არ არის, განზრახ ჩადენილი ქმედებაა. ასეთი დამოკიდებულება დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე შავ ლაქად აისახება და ქართულ-გერმანულ ურთიერთობას ვერ დააზიანებს. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი რჩება კონკრეტული წარმომადგენლობისთვის შიდა მოხმარების პრეზიდენტად და რა თქმა უნდა, ასეთი შიდა მოხმარებით სარგებლობს გერმანული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რაც სამწუხაროა,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები