ჯანდაცვის მინისტრი, თურქმენეთის ელჩთან ერთად, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიხეილ სარჯველაძე და დოვლეტმირატ სეიტმამედოვი დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს გაეცნენ და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს. მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს. ასევე, ისაუბრეს სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლის შესახებ.

“ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, თურქმენეთთან ფარმაკოქიმიისა და ზოგადად, მედიცინის მიმართულებით, ურთიერთობის კიდევ გაღრმავებისთვის, რასაც ხელს შეუწყობს მსგავსი ვიზიტები.

ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში ასევე იმყოფებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტისა და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლები,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები