თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუშეტში 45 წლის მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, თავის არეში აქვს მიყენებული.
ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის მოხდა, რომელიც სავარაუდოდ, წარსულში არსებულ პირად უთანხმოებას უკავშირდება.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.