“ძალიან მოხარულები ვართ, რომ სლოვაკეთი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტები და, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებენ რიგ შემთხვევაში”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს.
კერძოდ, ის სლოვაკეთში საქართველოს დელეგაციის შეხვედრებზე განხილულ თემებზე საუბრობს.
“ეს ყველაფერი გამომდინარეობს პოლიტიკური ინტერესებიდან. ზოგიერთისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის კომფორტული, რადგან ბრმად არ მიჰყვება ინსტრუქციებს. სლოვაკური მხარე დაგვპირდა, რომ ისინი ისევ იქნებიან ჩვენი ინტერესების დამცველები ევროკავშირში და მათაც იმედი გამოთქვეს, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გააგრძელებს ამ პრაგმატულ პოლიტიკას საქართველოსთან, რაც დამთავრდება საბოლოოდ ევროკავშირში გაწევრიანებით”, – ამბობს სამხარაძე.
ცნობისთვის, სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება.