ჩხოროწყუს მერია: ჯუმბერ იზორია უფასო სასადილოს ეწვია და განახლებული გარემო დაათვალიერა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია მოადგილესთან, თამარ ქობალიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, უფასო სასადილოს ეწვია და განახლებული გარემო დაათვალიერა. ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.
“მერი ადგილზე იმყოფებოდა თებერვალშიც, რა დროსაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საჭირო ტექნიკით აღჭურვის შესახებ განაცხადა.
სასადილოში სრულად განახლდა შიდა ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა თანამედროვე სამზარეულო ტექნიკა, შენობა უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით.
ამ ეტაპზე უფასო კვების პროგრამით 35 ბენეფიციარი სარგებლობს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მერიამ პროგრამის დაფინანსება 40%-ით გაზარდა, რამაც შესაძლებელი გახადა ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი მენიუს გამრავალფეროვნება და კვების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება”,- წერია ინფორმაციაში.