ზამურ ჭითანავამ სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული ბოლნისელი სპორტსმენები დააჯილდოვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ.პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული ბოლნისელი სპორტსმენები დააჯილდოვა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზამურ ჭითანავამ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სამახსოვრო სიგელები გადასცა.
“აღსანიშნავია, რომ ღვთისო კვიციანი ევროპის ჩემპიონატში შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ვიცე-ჩემპიონია. მან 52,2 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ასევე, ევროპის თასის ტურნირის პრიზიორები გახდნენ ბოლნისის ძიუდოს სკოლის მწვრთნელები, ვეტერანი სპორტსმენები, ლერი დადვანი, ნოდარ ბერიანი და ირაკლი მიბჩუანი. მათ წარმატებით იასპარეზეს აღნიშნულ ტურნირში, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
ზამურ ჭითანავამ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სამახსოვრო სიგელები გადასცა.
შეხვედრას, ასევე, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი, კობა ჟღენტი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.