მარიამ ლაშხი: იმედია, ღმერთი მოგვცემს ნუგეშს, რათა დიდი სიყვარულით და ღირსეულად ვატაროთ ის, რაც დაგვიტოვა ილია მეორემ
“იმედია, ღმერთი მოგვცემს ნუგეშს, რათა დიდი სიყვარულით და ღირსეულად ვატაროთ ის, რაც დაგვიტოვა ილია მეორემ”,- ამის შესახებ
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პატრიარქის სახით მსოფლიომ დიდი ადამიანი დაკარგა.
“ძალიან დიდი ტკივილია ჩვენთვის ყველასთვის, არა მარტო ქართველებისთვის და მართლმადიდებლებისთვის, არამედ მთელმა მსოფლიომ დაკარგა ძალიან დიდი ადამიანი. იმედია, ღმერთი მოგვცემს ნუგეშს, რათა დიდი სიყვარულით და ღირსეულად ვატაროთ ის, რაც დაგვიტოვა ილია მეორემ,” – განაცხადა მარიამ ლაშხმა.