ბოლნისის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტები დაამტკიცეს

ბოლნისის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტები დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის საკრებულოს პიარსამსახური ავრცელებს.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებების შესახებ დადგენილების პროექტი. ცვლილებები ითვალისწინებს ისეთი მიმართულებების გაძლიერებას, რომლებიც უშუალოდ მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. მათ შორისაა გამწვანება, სკოლამდელი აღზრდა, სპორტისა და კულტურის პროგრამები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური მხარდაჭერა.

დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს მერიასა და საკრებულოსთან დაკავშირებულ განკარგულებებში ცვლილებებზე, რომლებიც ძირითადად ტექნიკურ ხასიათს ატარებს და შესაბამის დანართებში მონაცემების განახლებას ეხება.

სხდომაზე განიხილეს სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში ცვლილების პროექტიც, რომლის მიზანია პროგრამის უფრო ეფექტიანი განხორციელება და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2026 წლის სამოქმედო გეგმასა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების, საზოგადოებრივი სივრცეებისა და სხვადასა სახის სამუშაოების  განხორციელებას ითვალისწინებს.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულომ მხარი დაუჭირა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები