საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სოფელ კურსებში ჩამოწოლილია მეწყერი, მეხანძრე-მაშველები ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია – ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტყიბულის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი.

სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.

მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები