“ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა” – აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

“ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის, „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი მძიმედ დაიჭრა”, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

ამავე ინფორმაციით, კიდევ რამდენიმემ ნამსხვრევებით მიიღო მსუბუქი დაზიანებები, ტვინის შერყევა და ამჟამად სამსახურში დაბრუნების პროცესშია.

“გრძელდება ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი რეაგირების ძალისხმევაც. ვითარება არასტაბილურია, ამიტომ ოჯახების პატივისცემის გამო დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დაღუპული მეომრების ვინაობას უახლოესი ნათესავების ინფორმირებიდან 24 საათის განმავლობაში არ გავავრცელებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები