ოზურგეთის მერმა პაატა კუნჭულიამ მოქალაქეთა მიღება გამართა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ მოქალაქეთა მიღება გამართა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე პაატა კუნჭულია ადგილობრივების საჭიროებებს დეტალურად გაეცნო.
“მოქალაქეთა მიღებაზე დასმული საკითხები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ტრანსპორტის, ასევე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურებს.
შეხვედრას მერის მოადგილეები – ბექა ჩხიკვიშვილი, გურამ გოლიაძე და სოფო რამიშვილი დაესწრნენ”,- წერია ინფორმაციაში.