შალვა პაპუაშვილი: ბატონი პეტერი ჩვეულებრივ პროპაგანდისტად იქცა

“მოვისმინე გუშინ ბატონი პეტერის კომენტარი [ყულევზე], მტკიცებულებები გვაქვსო და იქნებ გვაჩვენოთ ეს მტკიცებულებები. ბატონი პეტერი ჩვეულებრივ პროპაგანდისტად იქცა”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის დასანქცირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება იყო წარმოდგენილი.

„მოვისმინე გუშინ ბატონი პეტერის კომენტარი [ყულევზე], მტკიცებულებები გვაქვსო და იქნებ გაჩვენოთ ეს მტკიცებულებები. ბატონი პეტერი ჩვეულებრივ პროპაგანდისტად იქცა. ის ავრცელებს არა ამბებს, არამედ პროპაგანდას. გუშინ ერთ-ერთი ასეთი პროპაგანდისტული განცხადება მოვისმინეთ და წარმოადგინოს მტკიცებულებები, რთულია რამე?! რაში სჭირდებათ მტკიცებულებები. მტკიცებულებების გარეშე აგერ თავისუფალ მედიას ასანქცირებენ. არანაირი წესები და წესრიგი არ არსებობს მათთვის. არის აბსოლუტური თვითნებობა და შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები