ლაშხი – 2 უნივერსიტეტის გაერთიანების გაუქმებაზე: ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, დისკუსიებს და დიალოგს ყოველთვის აქვს შედეგი და ეს დისკუსიაც, რაც დადგა, სწორედ ამის მაჩვენებელია

“ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, დისკუსიებს და დიალოგს ყოველთვის აქვს შედეგი და ეს დისკუსიაც, ეს საგნობრივი განხილვაც, ის შედეგი, რაც დადგა, სწორედ ამის მაჩვენებელია”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი აცხადებს.

კერძოდ, ის პრემიერ ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება აღარ იგეგმება.

“პირადად ჩემი აზრი არის, რომ ალბათ გაერთიანება ბევრად უფრო კარგი იქნებოდა, ვინაიდან ამას საერთაშორისო მაგალითებიც გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ტექნიკური 5 ფაკულტეტის ყოფნა, სტუ-ს არსებობის იმ ხარისხზე გაყვანა, რამდენადაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს ერთობლივი ინტერდისციპლინარული მიდგომით. ევროპულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, დისკუსიებს და დიალოგს ყოველთვის აქვს შედეგი და ეს დისკუსიაც, ეს საგნობრივი განხილვაც, ის შედეგი, რაც დადგა, სწორედ ამის მაჩვენებელია”, – აცხადებს ლაშხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები