ნინო წილოსანი: მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვენსთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები

“მარკო რუბიოსთან და ჯეი დი ვენსთან შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად იცვლება საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„გაანალიზდა ის პრობლემები, რომელიც წინა ადმინისტრაციასთან დაკავშირებით არსებობდა, ის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც წინა ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით იღებდა, რაც მკაფიოდ აღნიშნა მარკო რუბიომ. მჭიდრო კომუნიკაციით ჩვენ შევძლებთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატებთან ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ“, – აღნიშნა წილოსანმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები