“თუ თანხა შემოდის უცხოეთიდან, მას მოჰყვება უცხოური ინტერესი და არ შეიძლება, რომ პარტია უცხოურ ინტერესს ატარებდეს” – გორდულაძე

“თუ თანხა შემოდის უცხოეთიდან, მას მოჰყვება უცხოური ინტერესი და არ შეიძლება, რომ პარტია უცხოურ ინტერესს ატარებდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. არჩილ გორდულაძე აცხადებს.

ის გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

“მთავარი იდეაც და მიზანიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და თავდაცვითი დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამის საფუძვლების და ხელშესახები მექანიზმების უზრუნველყოფაა. ნებისმიერ გრანტს სჭირდება მთავრობის თანხმობა. თუ თანხა შემოდის უცხოეთიდან მას მოჰყვება უცხოური ინტერესი და არ შეიძლება, რომ პარტია უცხოურ ინტერესს ატარებდეს”, – აცხადებს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები