დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის
დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ოჯახების სია, სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.
“მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობების პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 2025 წელს, სააგენტომ სახლი 3000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
მიმდინარე წელს, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება,”- წერია ინფორმაციაში.