დავით მათიკაშვილი: მედია სივრცეში დებატების დაბრუნებას სწორედ ის მიზანი გააჩნია, რომ ღია და ჯანსაღ მსჯელობაში გამოჩნდეს მტყუან-მართალი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებას გამოეხმაურა.
“დებატების მედია სივრცეში დაბრუნებას სწორედ ის მიზანი გააჩნია, რომ ღია და ჯანსაღ მსჯელობაში გამოჩნდეს მტყუან-მართალი, მოხდეს შესაბამისი აზრის მიწოდება საზოგადოებისთვის და არგუმენტების გაცვლა. ნებისმიერ საკითხზე, იქნება ეს “ნეიტრალური საქართველოს” განცხადება თუ კონკრეტული მოწოდება, ხელისუფლება არის მზად იდებატოს ჯანსაღ მედია გარემოში, რაც არის აუცილებელი წინაპირობა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, “ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ დღევანდელი ევროპა სრულიად განსხვავდება იმ სივრცისგან, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის, შესაბამისად, მათი მოთხოვნაა, გაიხსნას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საგნობრივი და შინაარსობრივი დისკუსია.