“როდესაც ვხედავთ, რომ ევროკომისია, ბრიუსელი ასე უხეშად ერევა დემოკრატიულ პროცესებში, შიდა პოლიტიკაში, მაშინ სად არის დემოკრატია?” – მახაშვილი
„მიუხედავად იმისა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ახალი არ არის, რაც მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია არჩევნებში ჩარევის მასშტაბი ალტერნატიული მოსაზრებისა და იდეების ჩახშობის გზით”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს.
ლევან მახაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ითქვა, რომ ევროკომისია სოციალურ მედიაპლატფორმებზე ზემოქმედებდა და ევროპის მასშტაბით არჩევნებში ერეოდა.
“როდესაც ვხედავთ, რომ ევროკომისია, ბრიუსელი ასე უხეშად ერევა დემოკრატიულ პროცესებში, შიდა პოლიტიკაში, მაშინ სად არის დემოკრატია? სად არის ევროპული ღირებულებები? სად არის ის კანონის უზენაესობა, რაზეც ბრიუსელი ცდილობს მორალი წაუკითხოს სხვა სახელმწიფოებს?“, – აღნიშნავს მახაშვილი.