“ვინ თქვა, რომ გრანტი არ შეიძლება, შემოიტანონ საქართველოში? უამრავი კარგი პროექტი გაკეთებულა, თუმცა, გაცილებით მცირე ოდენობით, ვიდრე რევოლუციური პროცესების და ექსტრემიზმის დაფინანსებაა” – ვოლსკი
“უამრავი კარგი პროექტი გაკეთებულა, თუმცა, გაცილებით მცირე ოდენობით, ვიდრე რევოლუციური პროცესების და ექსტრემიზმის დაფინანსებაა, რომელიც არაერთი ყოფილა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“, “გრანტების კანონზე” საუბრისას განაცხადა.
„ვინ თქვა, რომ გრანტი არ შეიძლებახ შემოიტანონ საქართველოში?! უამრავი კარგი პროექტი გაკეთებულა, თუმცა, გაცილებით მცირე ოდენობით, ვიდრე რევოლუციური პროცესების და ექსტრემიზმის დაფინანსებაა.
რატომ არ შეიძლება, რომ დარეგისტრირდე კიდეც [რეესტრში], რა თანხა მიიღე [უცხოეთიდან] ისიც თქვა და რა პროგრამისთვისაც. გვახსოვს, კულტურის საკითხზე ჰქონდათ ცნობიერების ასამაღლებლად პროგრამა და ისიც გვახსოვს, ახალგაზრდები შეკრიბეს და ასწავლეს როგორ ებრძოლონ ხელდახელ პოლიციას“ , – აღნიშნა ვოლსკიმ.