ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანში ევროკავშირის ელჩები დაიბარა
ევროკავშირის მიერ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC, შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფი) ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პროტესტის ნიშნად , ისლამურ რესპუბლიკაში აკრედიტებული ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი დაიბარა.
ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა.
„თეირანში საელჩოების მქონე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ირანის ისლამური რესპუბლიკის პროტესტი წერილობით გადაეცათ, თუმცა ეს მინიმალური ზომაა“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
ბაღაის თქმით, ირანი ევროკავშირის წინააღმდეგ სხვა საპასუხო ზომების მიღებასაც განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს“.