“იმედს ვიტოვებთ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან, რათა არც ბიზნესი დაზარალდეს და ფასებთან მიმართებით მიღებულ იქნეს გადაწყვეტილებები, რომელიც შეამსუბუქებს მომხმარებელთა მდგომარეობას” –  ვოლსკი

“იმედს ვიტოვებთ, რომ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან, რათა არც ბიზნესი დაზარალდეს და, რასაკვირველია, ფასებთან მიმართებით მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეამსუბუქებს მომხმარებელთა მდგომარეობას,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

“არამხოლოდ დაინტერესებული მხარეები, საქართველოს მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და ბიზნესის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ინფორმირებული იმასთან, თუ რა პროცესი მიმდინარეობს, ვის, რა პოზიცია გააჩნია და სად არის ფასების შემცირების რეზერვი, არამედ, მთლიანად ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული, რა პრობლემები არსებობს.

საპარლამენტო სივრცეში ამ დებატებისა და განხილვების გადმონაცვლება, რასაკვირველია, უზრუნველყოფს ფართო ინფორმირებას, გამჭვირვალობას და ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ მოვძებნით საერთო პოზიციას ბიზნესთან, რათა არც ბიზნესი დაზარალდეს და, რასაკვირველია, ფასებთან მიმართებით მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც შეამსუბუქებს მომხმარებელთა მდგომარეობას”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები