კალასი – “რუსები აბუ დაბის მოლაპარაკებებს არასერიოზულად უყურებენ”
რუსები აბუ დაბის მოლაპარაკებებს არასერიოზულად უყურებენ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
კალასი თვლის, რომ რუსეთი არასერიოზულად უყურებს აბუ დაბიში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რადგან, მისი განმარტებით, რუსეთის დელეგაცია ძირითადად სამხედროებისგან შედგება, რომლებსაც რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად მანდატი არ აქვთ.
„ამ მოლაპარაკებებს თუ შევხედავთ, რუსეთს წარმოადგენენ სამხედრო პირები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე მანდატი. შესაბამისად, აშკარაა, რომ რუსები არასერიოზულად უყურებენ ამას“, – განაცხადა კალასმა.