ლევან მახაშვილი: ჩვენი მიზანი არის დებატები და ჭეშმარიტი არგუმენტების შეპირისპირების პროცესი

“ჩვენი მიზანი არის დებატები და ჭეშმარიტი არგუმენტების შეპირისპირების პროცესი”,-
ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დებატების ისეთ ფორმატში ჩაერთვება, სადაც საუბარია ფაქტების ჭიდილზე.

„როგორც ჩანს, დებატები ბევრს სხვანაირად ესმის. არ ესმის ისე, როგორც რეალურად არის. დებატები არის აზრთა ჭიდილი და არგუმენტების შეპირისპირება. ამ ფორმატში გაიმართება სწორედ ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ლანძღვა-გინება და მსგავსი სიძულვილის ენა არც ისე გვაკლია, სამწუხაროდ, დღევანდელ მედიასივრცეში. სწორედ ეს რომ გვინდა თავიდან ავირიდოთ, მაგიტომ ჩვენი ინიციატივით გამოვედით კომფორტის ზონიდან, ვინაიდან ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ეს არის კარგი იდეა. ამ პროცესში, ისეთ ფორმატზეა საუბარი, სადაც საუბარია არგუმენტების შეპირისპირებაზე, ფაქტების ჭიდილზე. სადაც ამ ფორმატზე იქნება საუბარი, ჩვენი გუნდი ყველგან ჩაერთვება და არა, რა თქმა უნდა, ლანძღვა-გინებაზე. ჩვენ და არც საზოგადოებას სალაპარაკო ამ ექსტრემისტებთან და რადიკალებთან არ გვაქვს. მათი მთავარი მიზანი არის დაპირისპირება, ლანძღვა-გინება, ემოციებით და ლოზუნგებით საუბარი. ჩვენი მიზანი არის დებატები და ჭეშმარიტი არგუმენტების შეპირისპირების პროცესი,“ – განაცხადა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები