დავით სონღულაშვილი: „არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის“

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ადგილობრივ მწარმოებლებთან შეხვედრა, გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში, რომ არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ასევე, ორგანიზებულ ქსელებში ქართული წარმოების აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ შესაძლებლობას, რომელიც აქვს ადგილობრივ მწარმოებლებს, ერთის მხრივ, გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და, მეორე მხრივ, მოხდეს ფასების კლება, რაც ჯამში, აუცილებლად აისახება პოზიტიურად ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს შეხვდა.

როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, პირველადი ინფორმაციით არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ ქსელურ მარკეტებში.

კომისიის სხდომას ადგილობრივი წარმოების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები