გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრის სამუშაოები გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხმელი და ნახევრადხმელი ხეების ჭრის სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად დაგროვილი საშეშე მერქანი გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს. შეშა ნაწილდება მომართვიანობის გათვალისწინებით.