რუსი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის თავდასხმა ირანზე უმძიმესი შეცდომა იქნება
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ჩარევა მთელი რეგიონის დესტაბილიზაციის რისკს შეიცავს.
„თუ თეთრი სახლი თეირანის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ვაშინგტონის უმძიმესი შეცდომა იქნება“, – თქვა სლუცკიმ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში.
„ნავთობის აჟიოტაჟში შეერთებული შტატები მზადაა ააფეთქოს არა მხოლოდ სასაქონლო ბაზრები… არამედ ეფექტური დესტაბილიზაცია მოახდინოს მთელ რეგიონში“, – დასძინა მან.
სლუცკის თქმით, ირანში საპროტესტო მოძრაობას უცხოური ძალები უწყობენ ხელს, რომლებიც რეჟიმის შეცვლისკენ მოუწოდებენ.
„დასავლელმა პოლიტიკოსებმა ფაქტობრივად ხელი მოაწერეს ამას, როდესაც მომიტინგეებს მოუწოდეს ქუჩის შეტაკებების გაგრძელებისა და კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობისკენ“, – განაცხადა მან.