გაეროს გენერალური მდივანი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის დროს საერთაშორისო სამართალი არ იყო დაცული

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, განცხადება გაავრცელა, რომელიც დიპლომატმა როზმარი დიკარლომ წაიკითხა.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყანაში არასტაბილურობის შესაძლო გამწვავებით, რეგიონზე პოტენციური გავლენით და იმ პრეცედენტით, რომელიც ამან შეიძლება შექმნას სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების წარმართვის კუთხით.

უკანასკნელი მოვლენები მოჰყვა დაძაბულობის ზრდის პერიოდს, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაიწყო და რაც ამ საბჭოში ორჯერ უკვე განვიხილეთ. მე მუდმივად ვუსვამდი ხაზს ყველას მხრიდან საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემის აუცილებლობას, მათ შორის გაეროს წესდების, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საფუძველს. კვლავ ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები არ იყო დაცული“, – განაცხადა გუტიერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები