ოჰაიოში ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანეს, დაკავებულია ერთი პირი

ოჰაიოში მამაკაცმა ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანა, ეჭვმიტანილი დაკავებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედის ცნობით, ვენსის სახლზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ფანჯრები ჩაიმსხვრა.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადების თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მომხდარის დროს რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.

„ინციდენტის დროს რეზიდენციაში არავინ იმყოფებოდა. ვიცე-პრეზიდენტი და მისი ოჯახი ოჰაიოში არ იმყოფებოდნენ“, – აცხადებს აშშ-ის საიდუმლო სამსახური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები